weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მოიპოვა

14:30 სამშაბათი, 21 მაისი 2019
ფოტო გადარებულია 2017 წელს ფოტო გადარებულია 2017 წელს

ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს.

„რეაბილიტაციის შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა არქიტექტურული ნაგებობების სტრუქტურული სტაბილურობა, რამაც საცხოვრისების ათვისების ხელსაყრელი შესაძლებლობები შექმნა. შენობები ადაპტირებულია თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების – ელექტროენერგიის მიწოდებისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას გულისხმობს. კომპლექსის რეაბილიტაციის შემდგომ, მუცოში გაჩნდა უკუმიგრაციის და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები. სოფელში მუდმივმაცხოვრებლად უკვე დასახლდა სამი ოჯახი. ეროვნული სააგენტოს მიერ მუცოში ამოქმედდა მუზეუმ-ნაკრძალი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროპა ნოსტრა“ 1963 წელს საფრანგეთში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მთელს მსოფლიოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მხარდაჭერისთვის მუშაობს. „ევროპა ნოსტრას“ წევრია დაახლოებით 40 ქვეყანა და ის კულტურული მემკვიდრეობის წამყვან ევროპულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]