weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება

11:03 პარასკევი, 24 მაისი 2019

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მუზეუმი საკონფერენციო დარბაზს, ფონდსაცავს, ბიბლიოთეკას, მედიათეკას და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.

„რეგიონული განვითარება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს არის ერთადერთი საშუალება, რათა საქართველოში ინკლუზიურ ზრდას მივაღწიოთ. საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინკლუზიური ზრდისთვის საუკეთესო სექტორი ტურიზმია. მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ონში აშენდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]