weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

კანის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამა ცნობილია

12:35 ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017

კანის რიგით 70-ე კინოფესტივალის ოფიციალური საკონკურსე პროგრამა ცნობილია. ფესტივალზე, რომელიც საფრანგეთის რივიერის ქალაქში მიმდინარე წლის 17-28 მაისს ჩატარდება, კინოჯილდოებისთვის ანდრეი ზვიაგინცევის, ფრანსუა ოზონის, იორგოს ლანთიმოსის, მიხაელ ჰანეკეს, მიშელ ჰაზანავიჩუსისა და სხვა ცნობილ რეჟისორთა უახლესი ფილმები იბრძოლებენ.

კანის 2017 წლის ოფიციალურ საკონკურსე პროგრამაში შემდეგი სრულმეტრაჟიანი ფილმებია:

120 Beats per Minute / 120 battements par minute (საფრანგეთი) - რეჟ. რობინ კამპილო

A Gentle Creature / Лагідна (უკრაინა, საფრანგეთი) - რეჟ. სერგეი ლოზნიცა

Good Time (აშშ) - რეჟ. ჯოშუა საფდი & ბენ საფდი

Happy End (საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია) - რეჟ. მიხაელ ჰანეკე

In the Fade / Aus dem Nichts (გერმანია) - რეჟ. ფათიჰ აქინი

Jupiter’s Moon / Jupiter holdja (უნგრეთი) - რეჟ. კორნელ მუნდრუცო

L’Amant double (საფრანგეთი) - რეჟ. ფრანსუა ოზონი

Loveless / Нелюбовь (რუსეთი) - რეჟ. ანდრეი ზვიაგინცევი

Okja / 옥자 (აშშ, სამხრეთ კორეა) - რეჟ. ჯუნ-ჰო პონი

Radiance / 光 (იაპონია, საფრანგეთი) - რეჟ. ნაომი კავასე

Redoubtable / Le Redoutable (საფრანგეთი) - რეჟ. მიშელ ჰაზანავიჩუსი

Rodin (საფრანგეთი, ბელგია) - რეჟ. ჟაკ დუაიონი

The Beguiled (აშშ) - რეჟ. სოფია კოპოლა

The Day After / 그 후 (სამხრეთ კორეა) - რეჟ. სან-სუ ჰონი

The Killing of a Sacred Deer (ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ) - რეჟ. იორგოს ლანთიმოსი

The Meyerowitz Stories (აშშ) - რეჟ. ნოა ბაუმბახი

The Square (შვედეთი) - რეჟ. რუბენ იოსტლუნდი

Wonderstruck (აშშ) - რეჟ. ტოდ ჰეინსი

You Were Never Really Here (დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი) - რეჟ. ლინ რემსი

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებს ფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი აღიარებული ესპანელი ოსკაროსანი სცენარისტი და რეჟისორი, მრავალი კინოჯილდოს მფლობელი პედრო ალმოდოვარია.

კინოფესტივალს გახსნის რეჟისორ არნო დეპლეშენის ფრანგული დრამა - Les fantômes d'Ismaël, მისნაირად ასევე კონკურსგარეშე იქნება ნაჩვენები ფილმები: Blade of the Immortal (რეჟ. ტაკაში მიიკე), How to Talk to Girls at Parties (რეჟ. ჯეიმს კამერონ მიჩელი), D'après une histoire vraie (რეჟ. რომან პოლანსკი) და Visages, Villages (რეჟ. ანიეს ვარდა).

კანის 70-ე ფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე გამოსახულია იტალიელი კინოლეგენდა კლაუდია კარდინალე, რომლის ცნობილი ფოტო 1959 წელს რომშია გადაღებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]