weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„საქართველო - ღვინის სამშობლო“ საერთაშორისო ფესტივალზეა ნომინირებული

12:59 პარასკევი, 07 ივნისი 2019

ქართული სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტური ორმოცწუთიანი ფილმი სათაურით „საქართველო - ღვინის სამშობლო“, ნომინირებულია მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის კონკურსზე (Oenovideo).

ხსენებული კონკურსი ყოველწლიურად საფრანგეთის ქალაქ მარსელის „ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმში“ იმართება. რიგით 26-ე ფესტივალი წელს 13-16 ივნისს ჩატარდება.

წელს ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 144 ფილმი მონაწილეობდა. ნომინანტების სიაში კი მათგან მხოლოდ 37 მოხვდა, მათ შორის - „საქართველო - ღვინის სამშობლო“.

ფესტივალის კონკურსის ჟიურის წევრები არიან: პროდიუსერი და Canal+-ის ჟურნალისტი კეტრინ ლამორი, ​კინორეჟისორი და პროდიუსერი ემანუელ მურე; „სეზარის“ პრემიის ლაურეატი ნიკოლას ბრიდე და მწერალი, მუსიკოსი და სცენარისტი ნოელ ბალანი.

„საქართველო - ღვინის სამშობლო“ ეძღვნება იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე. ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. მისი რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]