weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გამოვედი ინიციატივით, ოდა სახლები UNESCO-ს ნუსხაში შევიტანოთ – ზურაბიშვილი

22:58 პარასკევი, 07 ივნისი 2019

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სურს, ოდა სახლები გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს. ამის შესახებ მან ამბროლაურში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ერთ-ერთ სოფელში მიმდინარეობს ოდა სახლების კონსერვაცია-შენარჩუნება და მოხდა მისი სტატუსის დამკვიდრება. ინიციატივით გამოვედი, რომ „იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიტანოთ ოდა სახლები, რადგან ეს საქართველოსთვის ძალიან დამახასიათებელი და განსაკუთრებულია.

მთელს მსოფლიოში ტურისტები სწორედ იმას ეძებენ, რაც რაჭაშია“,
– აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რაჭა რეგიონებისთვის განვითარების ერთ-ერთი ისეთი ნიმუში უნდა გახდეს, რომელიც იდენტობას არ დაკარგავს.

„ჩემი დიდი ხნის ოცნებაა რაჭაში პატარა ოდა და ამას უთუოდ განვახორციელებ. ესეცაა თქვენი ძალა, რომ აქ შენარჩუნებულია ტრადიციული საცხოვრებელი სახლები, რომლებიც მოიზიდავს ხვალ ტურისტებსა და მთელ საქართველოს. ღვინო, ყველი, ხორბალი, მთა, თოვლი, თქვენი სიმღერები დანარჩენ მსოფლიოში იშვიათობაა, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, რათა რაჭა გახდეს რეგიონებისათვის განვითარების ერთ-ერთი ისეთი ნიმუში, რომელიც თავის იდენტობას არ დაკარგავს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]