weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

დიტო ცინცაძის ფილმი შანხაის კინოფესტივალის გამარჯვებულია

15:14 ორშაბათი, 24 ივნისი 2019 hits 356

გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ამავე ფილმით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მსახიობმა სალომე დემურიამ მოიპოვა.

„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ საქართველოს, რუსეთისა და შვედეთის ერთობლივი ნამუშევარია. მისი სცენარის ავტორი ცნობილი მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე გახლავთ.

ხსენებული სურათის მსოფლიო პრემიერა სწორედ შანხაიში, 22 ივნისს შედგა. გარდა ამ ნამუშევრისა, შანხაიში დახურული ჩვენების ფარგლებში კინომოყვარულებმა დიტო ცინცაძის კიდევ ერთი ფილმი „შინდისი“ იხილეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]