weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

არ ვიზიარებ რობერტ სტურუას მოსაზრებას, რომ საქართველო დამთავრდა – გია ყანჩელი

21:48 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

კომპოზიტორი გია ყანჩელი ემიჯნება რეჟისორ რობერტ სტურუას მოსაზრებას, რომელმაც 21 ივნისს, თბილისში საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მეორე დღეს თქვა, რომ „საქართველო აღარ არის“.

ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში კომპოზიტორმა თქვა, რომ სტურუას ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, ახალგაზრდების გვერდით იდგებოდა.

„ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან, რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.

მინდა, გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე.

რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო“, – განაცხადა გია განჩელმა.

„ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!“ – ასე გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თბილისში, 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]