weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ზაქარია ქუცნაშვილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რემონტი შეუჩერეს

14:12 პარასკევი, 28 ივნისი 2019

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, დოკუმენტაციის საბოლოო შესწავლამდე, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ზაქარია ქუცნაშვილს მის საკუთრებაში არსებულ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე სარემონტო სამუშაოები შეუჩერა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გუშინ, „ტფილისის ჰამქარმა“ გაავრცელა. მათი განცხადებით, ძეგლზე უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა მიუხედავად ამისა, სამუშაოები დაწყებულია, ფასადიდან მოხსნილია ავთენტური დეტალები და მათ ნაცვლად დამონტაჟებულია პენოპლასტის პროფილები.

შენობის ნაწილი, სადაც მიმდინარეობს უკანონო სამუშაოები ეკუთვნის ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც დღეს ადგილზე შევხვდით და განვუმარტეთ, რომ ასეთი ქმედება არის ძეგლის დაზიანება, რაც ისჯება კანონით“, – აცხადებდა „თბილისი ჰამქარი“, რომელმაც რეაგირებისთვის თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას მიმართა.

„რადიო თავისუფლებას“ ზაქარია ქუცნაშვილმა უთხრა, რომ შენობის დაზიანებულ ფასადს პირუთვნელად აღადგენს.

„მრავალჭირნახული შენობაა, კომუნისტების დროს მოხდა უამრავი ოჯახის შესახლება, დღეის მდგომარეობით ჩვეულებრივი იტალიური ეზოა. როგორც ისტორიკოსები გვეუბნებიან, ეს იყო სასამართლოს შენობა. ფაქტიურად ვეშველები სახელმწიფოს, როცა პირადი სახსრების ვახდენ ექსტერიერის რეაბილიტაციას. ექსტერიერი ნიშნავს ფასადს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილმა ლერომონტოვის ქუჩაზე - 2 და 4 ნომერში მდებარე შენობები (ორი ბინა, სხვენი და სარდაფები) 2018 წელს, იპოთეკური სესხით, 271 ათას აშშ დოლარად შეიძინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]