weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ელტონ ჯონმა პუტინი თვალთმაქცობაში დაადანაშაულა ლგბტ ადამიანებზე განცხადების გამო

13:01 შაბათი, 29 ივნისი 2019

ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ რუსეთში ჰომოსექსუალების მიმართ.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მულტიკულტურალიზმისა და სექსუალური მრავალფეროვნების მხარდასაჭერად პოლიტიკის გატარება ჩვენს საზოგადოებაში მოძველდა. ვხედავ გაორებას თქვენს სიტყვებში იმის შესახებ, რომ, გინდათ ლგბტ ადამიანები „ბედნიერები იყვნენ“ და რომ „ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ გაქვთ“. რუსულმა გამქირავებლებმა სასტიკ ცენზურაში მოაქციეს ჩემი ფილმი „როკეტმენი“, წაშალეს ყველანაირი მითითება იმაზე, რომ ნამდვილი ბედნიერება დევიდთან 25-წლიან ურთიერთობაში ვნახე და რომ ჩვენ ორ მშვენიერ ვაჟს ვზრდით. მგონია, რომ ეს თვალთმაქცობაა.

ვამაყობ, რომ ვცხოვრობ მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ჩვენი მთავრობები განვითარდნენ ისე, რომ აღიარებენ ადამიანის საყოველთაო უფლებას - უყვარდეს ის, ვინც უნდა“, – დაწერა ელტონ ჯონმა „ინსტაგრამზე“.

ვლადიმერ პუტინმა ლგბტ პირებთან დაკავშირებით განცხადება გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში გააკეთა. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა თქვა შემდეგი: „არაფერი გვაქვს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების საწინააღმდეგო. იცხოვრონ ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ. მაგრამ რაღაცეები გადაჭარბებულად გვეჩვენება“.

„როკეტმენი“ რუსეთში კინოეკრანებზე 6 ივნისიდან გავიდა. გამქირავებელმა კომპანიამ - Централ Партнершип-მა ფილმიდან ამოჭრა სცენები, სადაც ჰომოსექსუალების სექსი და ნარკოტიკების მოხმარებაა ასახული. კომპანიის განმარტებით, ეს იმისთვის გააკეთეს, რომ ბიოგრაფიული ფილმი შესაბამისობაში ყოფილიყო რუსულ კანონმდებლობასთან. ფილმის შემქმნელებმა და თავად მუსიკოსმა Централ Партнершип-ს ცენზურაში დასდეს ბრალი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]