weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ლაგოდეხში, ქოჩალოს ეკლესიაში მე-10 საუკუნის უნიკალური წარწერა აღმოაჩინეს

01:45 კვირა, 30 ივნისი 2019

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მე-10 საუკუნის ბოლოს, ასომთავრულით შესრულებული წარწერა აღმოაჩინეს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, ის ეკლესიისთვის მიწების შეწირვას ეხება.

წარწერაში ხსენებული არიან ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარა, ასევე, საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი. 

„ახლად გამოვლენილი ეპიგრაფიული ნიმუში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ შეისწავლა. წარწერის სრულყოფილი პალეოგრაფიული შესწავლა სააგენტოში მომდევნო კვირაში გაგრძელდება და ანგარიშის სახით გამოქვეყნდება.

საეკლესიო წარწერის სამეცნიერო კვლევის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ლაგოდეხს უახლოეს დღეებში კიდევ ეწვევა. წინასარეაბილიტაციო მოსამზადებელი ეტაპის გაწმენდით პროცესს ფონდი „ლაგოდეხის ქომაგი“ ადგილობრივი მცხოვრებლების შემოწირულობებისა და მოხალისეთა ენთუზიაზმის საფუძველზე ახორციელებს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ზედამხედველობის ქვეშ, არქეოლოგ დავით ყვავაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს“, – აცხადებენ სააგენტოში.

ქოჩალოს ეკლესია VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ახლად გამოვლენილი წარწერის მიხედვით, მე-10 საუკუნის ბოლოსთვის ის მონასტერი უნდა ყოფილიყო. 1614-1617 წლებში, კახეთში შაჰ აბასის ლაშქრობების შემდეგ ლაგოდეხი გაუდაბურდა, რამაც ისტორიული მეხსიერების გაქრობაც განაპირობა. სავარაუდოდ, ქოჩალოს ეკლესია ამ პერიოდიდანაა განადგურებული და უმოქმედო.

ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია ეკლესიას 2006 წლიდან აქვს მინიჭებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]