weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

„ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო“ ბათუმში A’Studio-ს კონცერტი გაუქმდა

15:22 შაბათი, 06 ივლისი 2019

ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A’Studio-ს კონცერტი, რომელიც ბათუმში, კლუბ UP2U-ში, 27 ივლისისთვის იყო დაგეგმილი, გაუქმებულია. კლუბის მფლობელმა, ირაკლი ფირანიშვილმა აჭარის ტელევიზიას განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

ფირანიშვილის თქმით, თუ მდგომარეობა დასტაბილურდება, ჯგუფის კონცერტი მომავალ სეზონზე გაიმართება.

„ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს - ჯერ ზუსტად არ ვიცით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A’Studio-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, შეეძლებათ იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“, – განაცხადა ირაკლი ფირანიშვილმა.

A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად 1000-ზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული.

თბილისში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუს არტისტებს მოუწოდა, საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, რადგან ქვეყანაში მათთვის უსაფრთხო გარემო არ არის.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]