weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აწყურის ტაძრის რეაბილიტაციისას სავარაუდოდ მე-11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს

18:27 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში, აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, სავარაუდოდ კანკელის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელზეც ღვთისმშობლის მიძინების სცენაა გამოსახული. ფოტოები სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ნიკოლოზ ანთიძემ გაავრცელა.

ადგილობრივ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი, გიორგი გაგოშიძე აცხადებს, რომ აღმოჩენა სავარაუდოდ მე-11 საუკუნით თარიღდება.

„სავარაუდოდ, ეს არის კანკელის ფილა. ქედნის ტუფშია შესრულებული. ეს არის მწვანე ქვა, ძალიან მაღალმხატვრული ჩუქურთმითა და რელიეფური პლასტიკით. გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების სცენა. რაც ტელეფონში გადმოგზავნილი ფოტოთი ვნახე, ეს შემიძლია გითხრათ“, – ამბობს გიორგი გაგოშიძე.

მისივე თქმით, ფილის აღმოჩენა ქართული ხუროთმოძღვრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

„მსგავსი მაღალმხატვრული კანკელი იშვიათობაა. სავარაუდოდ, დიდი ოსტატის გაკეთებულია. დაახლოებით ამ ტიპის ექსპონატი აქამდე გვქონდა იყალთოსა და საფარაში. უფრო დეტალურად ადგილზე ნახვის შემდეგ გეტყვით“, – აღნიშნა გაგოშიძემ.

აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წლიდან მიმდინარეობს. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]