weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

უშგულში დაზიანებული კოშკის ნაწილი რეაბილიტაციამდე ჩამოიშალა

12:28 ორშაბათი, 29 ივლისი 2019
ფოტოები © მინდია ჩარქსელიანი ფოტოები © მინდია ჩარქსელიანი

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკის ზედა ნაწილი ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ფოტოგრაფმა მინდია ჩარქსელიანმა გუშინ გაავრცელა.

„დაინგრა! ეს კოშკიც მოვინელეთ. უყურადღებობით, გულგრილობით ნელნელა დავანგრიეთ. დაიგვიანა დაპირებულმა რეაბილიტაციამ“, – წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ კოშკი იდენტიფიცირებული ჰქონდათ, როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნაგებობა და მისი რეაბილიტაცია იგეგმებოდა.

„ათწლეულების მანძილზე, კოშკს მესამე სართულზე ერთადერთი კედელი ჰქონდა შერჩენილი. სწორედ ეს ნაწილია ჩამონგრეული. აღებული გვაქვს ანაზომები და გაკეთებულია მოდელირებული ელექტრონული ვერსიები. კოშკი აღდგენას ექვემდებარება. ეს ნაწილი, რომელიც ჩამოინგრა, რეაბილიტაციის პროცესში, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაშლილიყო. წელს დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები, მომდევნო ორ წელში კი რეაბილიტაცია მოხდება“, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ.

მისივე ინფორმაციით, სვანეთში 160-მდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოშკი და მაჩუბია რეგისტრირებული, რომელთა რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]