weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

GR Fest-ი სასულიერო პირებისა და მოსახლეობის პროტესტის გამო გააუქმეს

10:33 შაბათი, 03 აგვისტო 2019

ქობულეთში, პეტრას ციხეზე, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GR Fest-ი გაუქმდა და სავარაუდოდ, სხვა ადგილზე ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით, ამის მიზეზი სასულიერო პირებისა და მათ მიერ ანგაჟირებული ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია. 

GR Fest-ის ჩატარება 10 აგვისტოს იყო დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, გუშინ სასულიერო პირებმა და 160-მა ადამიანმა ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს მიმართა კოლექტიური წერილით, რომლითაც ისინი ითხოვენ, პეტრას ციხეზე არ ჩატარდეს „ე.წ. „კაზანტიპის მსგავსი ღონისძიება“.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია მოითხოვოს ზემოაღნიშნული ღონისძიების გამართვის გაუქმება, როგორც დაინტერესებულმა მხარემ. ბატონო მირიან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და დაგვეხმაროთ, რათა პეტრას ციხის ისტორიულ ადგილას არ მოხდეს ზემოაღნიშნული ღონისძიების გამართვა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდება ამ წმინდა მიწის დაცვა ყოველგვარი ამორალური და ანტიმართლმადიდებლური ქმედებებისგან“, – აღნიშნულია წერილში.

GR Fest-ის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ წერილის ხელმომწერები „მამაოების კურთხევით ეწინააღმდეგებიან პროგრესს ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს საკლუბო და საფესტივალო ტურიზმი“.

„მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს წერილობითი თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსაგან, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მიმდინარეობს მოლაპარაკება ლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. ახალი ლოკაცია აუცილებლად იქნება აჭარაში, ზღვასთან ახლოს, 10 აგვისტოს, იგივე არტისტებით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგშიც ჩაშალეს. ადგილობრივების ნაწილი Mountain Set-ის საფესტივალო ტერიტორიაზე შეიჭრა და დაარბია. ორგანიზატორების ინფორმაციით, ადგილობრივები ითხოვდნენ, რომ „ზნედაცემულებს წმინდა მიწაზე ფეხი არ დაედგათ“.

 

ამ თემაზე:

რატომ დაარბიეს ადგილობრივებმა გუდაურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]