weather cur horoscope tv
სექტემბერი 17, 2019

ყინწვისის მონასტერში მწვანე მარმარილოს იატაკი დააგეს

14:54 შაბათი, 10 აგვისტო 2019 hits 1310
ეკლესიის იატაკი სამუშაოების შემდეგ და მანამდე ეკლესიის იატაკი სამუშაოების შემდეგ და მანამდე

ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, რომელიც XII-XIII საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იატაკზე მარმარილოს ფილები დააგეს.

ეკლესიაში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც „რეგინფოს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სასულიერო პირების გადაწყვეტილებით, ბაზალტის ფილებზე ძვირადღირებული მწვანე მარმარილო გადააგეს. სააგენტოში აცხადებენ, რომ სამუშაოები მათი ნებართვის გარეშე განხორციელდა და ივლისის ბოლოს დასრულდა. უწყების ინფორმაციით, მათ წარმომადგენლებს სასულიერო პირები ეკლესიაში შესვლის და სამუშაოების დათვალიერების უფლებას არ აძლევდნენ.

ყინწვისის მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. მიმდინარე სამუშაოებსა და ეპარქიასთან კომუნიკაციის პრობლემაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ ორი კვირის წინ, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ამაზე ნებართვა არ გაცემულა და ჩვენთვის არც მოუმართავთ, რომ რაიმეს შეცვლა უნდოდათ. შესაბამისად, ამაზეც იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მისაღები, ოღონდ მას შემდეგ, რაც ვნახავთ რა არის, როგორ აყარეს ის ძველი, სად წავიდა... იატაკის გამოცვლას აუცილებლად თან უნდა ახლდეს არქეოლოგიური მეთვალყურეობა, რომ რაიმე ნიუანსი არ გაიპაროს.

საპატრიარქოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, თვითონ საპატრიარქოსთან, თითქმის ნებისმიერ ეპარქიასთან. უბრალოდ, ძალიან გვიჭირს ამ ეპარქიასთან თანამშრომლობა.

შესაძლოა, ხიდია ჩატეხილი. შესაძლებელია ძეგლთა დაცვის ისტორიის განმავლობაშიც გარკვეული შეცდომები არსებობდა ეპარქიასთან ურთიერთობებში და ასევე, პირიქით. ამის აღდგენას მუდმივად ვცდილობთ, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ“, – აცხადებდა ნიკოლოზ ანთიძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გავრცელებას დღეს აპირებს.

 

ამ თემაზე:

ყინწვისის მონასტერში უნებართვოდ დაგებული იატაკი დემონტაჟს საჭიროებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]