weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

8-9 სექტემბერს რაჭაში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

18:43 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 7 სექტემბერს შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ საზეიმოდ გაიხსნება, 8 - 9 სექტემბერს კი რაჭაში, ამბროლაურსა და ონში გადაინაცვლებს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის, გურიის, რაჭის, კახეთის, სვანეთისა და ლეჩხუმის, ასევე საფრანგეთიდან, იტალიიდან, ლატვიიდან და პოლონეთიდან მოწვეული ანსამბლების ერთობლივი კონცერტები.

8 სექტემბერს, ამბროლაურში დაგეგმილია აგროფესტივალი. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, გამოიფინება და გაიყიდება 100-მდე ადგილობრივი მეწარმისა და ფერმერის ეკოპროდუქტები. ონში მოეწყობა ადგილობრივი გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების ნამუშევრების, ასევე, ეკოპროდუქტების გამოფენა.

9 სექტემბერს, ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია ქართველი და უცხოელი ეთნომუსიკოლოგების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობენ ქართველი, პოლონელი, ესპანელი და იტალიელი ეთნომუსიკოლოგები.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]