weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საქართველოზე გადაღებულმა ვიდეომ სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე გაიმარჯვა

12:22 პარასკევი, 20 სექტემბერი 2019

შვედეთში, გეტებორგში სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე საქართველოს შესახებ გადაღებულმა ვიდეორგოლმა ნომინაციაში „სათავგადასავლო ტურიზმი“ პირველი ადგილი მოიპოვა.

ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოში სათავგადასავლო და ექსტრემალურ ტურიზმს ეხება, გამარჯვებული 750 ფილმს შორის გახდა. ვიდეო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში მომზადდა. მას სოციალურ ქსელებში 17 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

„ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას, გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ და საამაყო საქმეში. ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის ეს უდიდესი მიღწევაა. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩვენ მიზანია გამოვკვეთოთ საქართველოს კონკრეტული უპირატესობა მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე სათავგადასავლო ტურიზმის კუთხით. სათავგადასავლო ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, საქართველო კი ამ მიმართულებით უნიკალური შესაძლებლობების ქვეყანაა და ეს ჯილდო ამ ფაქტის კიდევ ერთი აღიარებაა“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტს (ATWS), სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ასოციაცია ყოველ წელს მართავს და ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ამ მიმართულებით. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წელს სამიტში 55 ქვეყნის 700-ზე მეტი ტუროპერატორი, ბლოგერი და ჟურნალისტი მონაწილეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]