weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მსჯავრდებულმა DJ მიხეილ თოდუამ დისკი გამოუშვა

15:16 პარასკევი, 20 სექტემბერი 2019

ნარკოტიკული ნივთიერება „მდმა“-ს შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის მსჯავრდებულმა მუსიკოსმა, DJ-მ მიხეილ თოდუამ ციხეში ვინილის დისკი გამოუშვა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს მსოფლიოს პენიტენციური სისტემის ისტორიაში ციხეში შექმნილი პირველი ვინილის დისკია.

„ამ დარბაზში მყოფ ერთ-ერთ თავისუფლება აღკვეთილ პირს მივესალმები. ეს გახლავთ მიხეილ თოდუა, რომლის დისკის პრეზენტაციასაც დღეს ვაკეთებთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩვენთან ერთად გაიაზრა, რომ სწორედ ის ნივთიერება (რაც არ უნდა ერქვას მას), რასაც ჩვენი ზოგიერთი ახალგაზრდა ეტანება, არის ცუდი და ჩვენ მას საშუალება მივეცით, რომ გაეგრძელებინა თავისი სამუსიკო საქმიანობა ციხეში.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ის გათავისუფლდება, მეც დამეხმარება, ჩვენს პოლიციასაც დაეხმარება და განათლების სისტემას დაეხმარება იმაში, რომ აუხსნას ახალგაზრდებს, რა შეიძლება მოიტანოს არაკანონიერი ნივთიერების მოხმარებამ ცხოვრებაში.

გილოცავთ ამ დისკის გამოშვებას. როგორც თქვენ ამბობთ, ეს არის მსოფლიოს პენიტენციური სისტემის ისტორიაში პირველი ვინილის დისკი და მუსიკა ციხეში. მე მიხარია, რომ გერმანიაში მცხოვრები ჩვენი მუსიკოსის, ირაკლი კიზირიასა და თქვენი  ერთობლივი ძალისხმევით ამ დისკმა შუქი იხილა. მადლობა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია გაგვიზიარეთ და იმედი მაქვს, რომ იმ გამოცდილებას, მათ შორის მწარეს, რომელიც მიიღეთ, სხვებს გაუზიარებთ, რომ ყველამ ერთმანეთის შეცდომებისგან ვისწავლოთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

მიხეილ თოდუა, იგივე მიხაილო, 2013 წელს დააკავეს. სასამართლომ 12 გრამი „მდმას“ შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]