weather cur horoscope tv
ნოემბერი 20, 2019

29 ოქტომბერს გაირკვევა მიიღებს თუ არა მუცოს აღდგენის პროექტი ევროპა ნოსტრას გრანპრის

20:22 ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019 hits 773
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო ბადრი ვადაჭკორიას ფოტო

პარიზში კულტურული მემკვიდროების სამიტის პროგრამის ფარგლებში, ევროპული მემკვიდრეობის პრიზის - ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს. კონკურსში საქართველოს მიერ წარდგენილი, მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც მონაწილეობს.

დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც გრანპრის 7 გამარჯვებული და „საზოგადოების რჩეული“ გამოვლინდება, 29 ოქტომბერს გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი პლასიდო დომინგო, ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი, საფრანგეთისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები. კულტურული მემკვიდრეობის კონგრესზე დასწრების მიზნით, პარიზში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიემგზავრება.

ევროპული მემკვიდრეობის პრიზის - ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ 2019 წლის 21 მაისს გამოავლინა. 27 პროექტი ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა.

კონსერვაციის კატეგორიაში გაიმარჯვა ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა, რომელიც 2014-2018 წლებში საქართველოს მთავრობისა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. ევროპა-ნოსტრას კონკურსის ჟიურიმ აღნიშნა, რომ მუცოს რეაბილიტაციის პროექტი ეხმიანება მთის თემების დეპოპულაციის პრობლემას – გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი ევროპა დგას.

მუცო პირიქითა ხევსურეთში, გვიან შუა საუკუნეებში კლდეზე აგებული ციხე-კომპლექსია. საუკუნეების განმავლობაში ერთი მთლიანი სათავდაცვო სისტემა და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველი პოსტი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]