weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტი გახდა

11:00 ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი 2019

მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი ჯილდოს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა. ხევსურეთში ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ჯილდო „საზოგადოების რჩეული“ მიიღო.

მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი - ევროპა ნოსტრას ჯილდოც მოიპოვა. 2019 წლის გამარჯვებული 27 პროექტი ევროკომისიის და ევროპა ნოსტრას ჟიურიმ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეარჩია. ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა კონსერვაციის კატეგორიაში გაიმარჯვა. ჟიურიმ აღნიშნა, რომ მუცოს რეაბილიტაციის პროექტი ეხმიანება მთის თემების დეპოპულაციის პრობლემას – გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი ევროპა დგას.

რეაბილიტაციის პროექტი 2014-2018 წლებში საქართველოს მთავრობისა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

მუცო პირიქითა ხევსურეთში, გვიან შუა საუკუნეებში კლდეზე აგებული ციხე-კომპლექსია. საუკუნეების განმავლობაში ერთი მთლიანი სათავდაცვო სისტემა და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველი პოსტი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]