weather cur horoscope tv
ივლისი 10, 2020

მოხატული ძროხები – მთაში წასვლის რიტუალი ადიგენში

14:17 სამშაბათი, 09 ივნისი 2020 hits 846

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მცხოვრებლებმა, საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვის წინ, საქონელი ფერადი საღებავებით შეღებეს და ჭრელი აქსესუარებით მორთეს. ტრადიციული რიტუალი, რომელიც ახლახანს შესრულდა, ფოტოებზე ორგანიზაცია GBDC Fert-მა აღბეჭდა.

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ დერცელში მცხოვრები დავით ბერიძე ამბობს, რომ საქონლის შეღებვის ეს ტრადიცია, სავარაუდოდ, 1950-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც დერცელში მაღალმთიანი აჭარიდან ხალხი ჩაასახლეს.

„რაიმე ისტორიული წარმოშობა არ აქვს. ეს ძირითადად გაზაფხულს უკავშირდება. უღებავენ რქებს, თავს, აბამდნენ სხვადასხვანაირ აქსესუარებს, რომ ავმა თვალმა არ იმოქმედოს. ტრადიცია ძირითადად აჭარაშია შემორჩენილი და ჩვენთან ხალხი ხომ ძირითადად იქიდან არის გადმოსული“, - აღნიშნავს დავით ბერიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“.

პირუტყვის მორთვის მსგავსი ტრადიცია არსებობს ავსტრიის მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც რიტუალი აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდში, საქონლის მთიდან ბარში დაბრუნების დროს სრულდება. უწინ ავსტრიელ ფერმერებსაც მიაჩნდათ, რომ დეკორაციები პირუტყვს ბოროტი სულებისგან იცავდა. წლების განმავლობაში საქონლის გადმორეკვის ასეთმა წესმა ხალხის ყურადღება მიიქცია და ახლა მას ყოველწლიური ფესტივალის სახეც აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]