weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სტივენ კინგის თქმით, ტრამპი მის ორ პერსონაჟს ჰგავს, რომლებიც კეთილები არ არიან

13:10 ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის ორ პერსონაჟს ჰგავს, რომელთაგან არცერთიც კეთილი გმირი არაა.

მწერალმა დონალდ ტრამპი 1979 წლის რომან „მკვდარი ზონის“ (The Dead Zone) პერსონაჟ გრეგ სტილსონს შეადარა. იგი სიუჟეტის მიხედვით ამერიკელი სენატორია, რომელსაც პრეზიდენტობა სურს. მასთან შეხვედრისას ნაწარმოების მთავარი გმირი, ნათელმხილველი ჯონი სმითი წარმოიდგენს, როგორ ხდება გრეგ სტილსონი პრეზიდენტი და იწყებს ატომურ ომს რუსეთთან, რასაც დედამიწაზე ბირთვული ჰოლოკოსტი მოაქვს.

„სტილსონს დასცინოდნენ, როდესაც მას ნიუ ინგლენდში პატარა ქალაქის მერობა სურდა, მას დასცინოდნენ მაშინაც, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში მოხვედრა სურდა, თუმცა ყველაფერში გაიმარჯვა. გეცნობათ რამე?!“ - აღნიშნა საშინელებათა ჟანრისა და თრილერების გამოჩენილმა ავტორმა.

მეორე პერსონაჟი, რომელსაც სტივენ კინგმა ტრამპი შეადარა, 2009 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის „გუმბათის ქვეშ“ (Under the Dome) ანტიგმირი ჯიმ რენია, რომელიც სოციოპათი, თაღლითი და თვითმარქვია პერსონაჟია.

„ჯიმ რენი კრიზისის დროს ყველაზე ცუდი ვარიანტია ასარჩევად, თუმცა იგი ქვეშქვეშა პოპულისტია და ხალხისთვის საჭირო მიმწოდებელია. იმას კი აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ საუკეთესო შემთხვევაში არაკომპეტენტურია და უარეს შემთხვევაში - ძალიან ბოროტი,“ - დასძინა სტივენ კინგმა.

შეგახსენებთ, რომ სტივენ კინგის უამრავი ნაწარმოები ფილმებად და სერიალებადაა სხვადასხვა დროს გადაღებული. ზემოთხსენებული ორი რომანის გარდა, საუკეთესო ეკრანიზაციებად მიჩნეულია: „ნათება“ (The Shining), „კერი“ (Carrie), „ის“ (It), „მიზერი“ (Misery), „შინაური ცხოველების სასაფლაო“ (Pet Semetary), „გაქცევა შოუშენკიდან“ (Shawshank Redemption), „მწვანე მილი“ (The Green Mile), „ნისლი“ (The Mist) და სხვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]