weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასამართლომ პრობაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მუსიკოსი შინაპატიმრობაში დატოვა

16:56 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრობაციის ბიუროს მოთხოვნა მუსიკოს მიხეილ თოდუას (მიხაილოს) მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუსიკოსი შინაპატიმრობაში რჩება, თუმცა მას შინაპატიმრობის წესები დაუმძიმდა და თუკი აქამდე ვალდებული იყო საცხოვრებელ ადგილას ყოფილიყო 21:00 საათიდან 08:00 საათამდე, ახლა 19:00-საათიდან 08:00 საათამდე მოუწევს შინაპატიმრობაში ყოფნა. თოდუა სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მიხეილ თოდუა 2013 წელს დააკავეს. სასამართლომ 12 გრამი „მდმას“ შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუსიკოსმა ციხეში 6 წელი გაატარა, 2019 წლის ოქტომბერში კი სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა. პრობაციის ბიურო თოდუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას შინაპატიმრობის წესების დარღვევის გამო ითხოვდა.

მუსიკოსის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრობაციის ბიუროს მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი, უსამართლო და ეწინააღმდეგებოდა მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს. როგორც EMC განმარტავს, კანონმდებლობა საპატიოდ თვლის შინაპატიმრობის წესის დარღვევას, თუკი ეს გამოწვეულია სამსახურებრივი, პროფესიული, სპორტულ ანდა კულტურულ სამქიანობასთან დაკავშირებული მივლინების გამო.

თავად მიხაილოს განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, პრობაციის სამსახურთან შეთანხმებით, პროფესიულ საქმიანობას შეუფერხებლად ახორციელებდა, თუმცა პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ღონისძიებაზე დაუკრა.

„იმის გამო ითხოვს პრობაცია ციხეში ჩემს დაბრუნებას, რომ მოვალეობას ვასრულებდი და ვმუშაობდი, რაშიც, ციხეში ყოფნის დროს, მთელი 6 წელი, სამინისტრო ხელს მიწყობდა“, – განაცხადა მიხაილომ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]