weather cur horoscope tv
მარტი 05, 2021

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა

13:21 შაბათი, 09 იანვარი 2021 hits 327

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან, რომელიც ცოტა ხნის წინ თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელად დაინიშნა, კონტრაქტი შეაჩერა. როგორც თეატრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაქტის შეჩერების მიზეზი გახდა ის, რომ ანანიაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მედიაში მანამდე გავრცელდა, ვიდრე მას კოლექტივს ოფიციალურად წარუდგენდნენ.

„რიგ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინა ანანიაშვილი მოწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის სახელის გასაჯაროვება ვიდრე მას ოფიციალურად წარუდგენენ მის კოლექტივს, დასის არტისტების მიმართ უპატივცემულობის უკიდურესი დონეა.

ამიტომ იძულებული ვართ შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გამოჩენასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, – აცხადებს თეატრის ხელმძღვანელობა.

მათივე თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იანვრის სუა პერიოდში მას შემდეგ, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილს შეხვდება.

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა. „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანანიაშვილმა თავისი ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად პანდემიით გამოწვეული სირთულეები და ფინანსური პრობლემები დაასახელა, რომლის წინაშეც მისი საბალეტო დასი დადგა.

„მე მაინც პოლიტიკური სიტუაციის მიღმა განვიხილავ ამ ყველაფერს. ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქონდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ“, – ამბობდა ანანიაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]