weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გელათის გადახურვის საკითხზე საქართველოში UNESCO-ს სპეციალისტები ჩამოვლენ

15:56 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ადრეულ გაზაფხულზე საქართველოში UNESCO-ს სპეციალისტები ჩამოვლენ და გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარის გადახურვასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს მოამზადებენ.

როგორც ანთიძე ამბობს, დროებითი გადახურვის პრობლემები ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

„დღეს ჩვენი ფოკუსი და მიმართულება არის იმ ხარვეზების ადგილების გამოკვლევა, ღონისძიებების დაგეგმვა, რა ადგილების გამოც მოხდა ამ გადაუდებელი ღონისძიების ჩატარება. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან. ველოდებით მათგან კონკრეტულ პირთა ჯგუფს, რომლებიც იქნებიან სახურავზე ორიენტირებული, რადგან დღეს სახურავს აქვს გარკვეული პრობლემები“, – განაცხადა ანთიძემ.

მისივე თქმით, UNESCO-ს სპეციალისტები ქართულ მხარეს მისცემენ რეკომენდაციების, რა კვლევები უნდა ჩატარდეს, როგორი უნდა იყოს გამოსასწორებელი ღონისძიებები და რა ვადაში უნდა განხორციელდეს ისინი.

„რეკომენდაციების შემდგომ საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება ის კომპანია, რომელიც განახორციელებს სამუშაოებს“, – აღნიშნა ანთიძემ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ქარმა თუნუქის დროებითი გადახურვის ნაწილი გადახადა. ამის გამო 12 000 – 12 000 ლარით დაჯარიმდნენ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ და „იკორთა 2007“-ს, რომლებსაც გადახურვისას დაშვებული ხარვეზები უნდა აღმოეფხვრათ და გამოსწორებამდე დროებითი გადახურვით დაეცვათ ტაძარი, რათა წყალი კიდევ არ ჩასულიყო და კედლის მხატვრობა არ დაეზიანებინა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანიები სამუშაოებს ჩამოაშორეს, შექმნილი ვითარების გამოსასწორებელი ღონისძიებები კი კომპანია „ბაგინეთი +“ -მა ჩაატარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]