weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

პრეზიდენტმა ქეთი დოლიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

03:15 სამშაბათი, 09 მარტი 2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეჟისორი ქეთი დოლიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ამსახველი ფოტოები რეჟისორმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა ამ დროისთვის ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარაა.

ქეთი დოლიძის დაჯილდოების შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა 5 მარტს გამოსცა.

„ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის რეჟისორი ქეთევან (ქეთი) დოლიძე დაჯილდოვდეს თამარ მეფის ორდენით“, – ნათქვამია განკარგულებაში.

თამარ მეფის ორდენი 2009 წელს დაწესდა. ორდენით ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. ჯილდოსთან ერთად გასაცემი ფულადი პრემიის ოდენობა 1000 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]