weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გელათის ტაძრის დაახლოებით 800 კვ.მ. გადახურვა სრულად მოსახსნელია

16:24 ორშაბათი, 29 მარტი 2021

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილეებმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არქიტექტორ-რესტავრატორებთან ორი შეხვედრა გამართეს და კონსენსუსის საფუძველზე, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყდა სახურავის მოწყობის ტექნოლოგიაზე (მათ შორის, კირდუღაბის შემადგენლობისა და ხარისხის) კვლევის ჩატარება, უკვე დაგებული წითელი მოჭიქული კრამიტიდან ნიმუშების აღება და მათზე ექსპერტიზის ჩატარება, ასევე, წყალამრიდების მოწყობის პროექტის უმოკლეს ვადაში შემუშავება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია.

„შეხვედრისას, რომელშიც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ერთხმად აღინიშნა, რომ ძეგლზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრმა და მოწვეულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ეს სამუშაო საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რაც სავალალოა ქვეყნის ბიუჯეტისა და ისეთი მწირი ბიუჯეტის მქონე უწყებისათვის, როგორიც საქართველოს კულტურის სამინისტროა. 

 

ამ თემაზე:

სააგენტოს სერიოზული ხარვეზები აქვს დაშვებული, ჩვენ მოგვიწევს გამოსწორება – წულუკიანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]