weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ცნობილ რუს რეჟისორს შინაპატიმრობა მიესაჯა

11:28 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

რუსეთში სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა კინოსა და თეატრის ცნობილ რუს რეჟისორ კირილ სერებრენიკოვს, რომელიც 22 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგში ფილმის გადაღების პროცესში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს სხდომაზე სერებრენიკოვმა აბსურდული უწოდა მისთვის წაყენებულ ბრალდებებს და განაცხადა, რომ ვიქტორ ცოის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებების დასრულება სურს და არ აპირებს არსად გაქცევას. რეჟისორის მიმართ მხარდაჭერის დასადასტურებლად სასამართლოს შენობასთან მრავალი ადამიანი შეიკრიბა. სერებრენიკოვი მოსკოვის „გოგოლის ცენტრის“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და „მეშვიდე სტუდიად“ წოდებული თეატრალური კოლექტივის დამფუძნებელი.

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 22 აგვისტოს გამოაცხადა, სერებრენიკოვი ეჭვმიტანილია 2011-2014 წლებში 68 მილიონი რუბლის (1.1 მილიონამდე დოლარის) გაფლანგვის ორგანიზებაში. გამოძიება ირწმუნება, რომ 2012 წელს წარმოდგენა „ზაფხულის ღამის სიზმარისათვის“ განკუთვნილი ფული გაიფლანგა და სპექტაკლი არ დადგმულა - მაშინ, როდესაც სპექტაკლს უკვე რამდენიმე წელია აჩვენებენ „გოგოლის ცენტრში“. 47 წლის კირილ სერებრენიკოვს, რომელსაც სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ასევე მიიჩნევენ კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირად.

შეგახსენებთ, რომ კირილ სერებრენიკოვის ყველაზე ცნობილ ფილმს, სათაურით „მოსწავლე“ (Ученик), 2016 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფრანსუა შალეს სახელობის პრიზი გადაეცა, ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე კი საუკეთესო მუსიკისთვის განკუთვნილი ჯილდო ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]