weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

8 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება

13:54 პარასკევი, 07 მაისი 2021

8 მაისს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება და 12 მაისს დასრულდება. ყველა კინოჩვენებაზე დასწრება უფასო იქნება. ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლეო გაბრიაძის ფილმით „ჰარი ჰარალე დედაო“ გაიხსნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალმა მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან 500-მდე ფილმი მიიღო. საკონკურსო ფილმებს შორის არის ფილმები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, ირანიდან, სინგაპურიდან, ესპანეთიდან, პაკისტანიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან. ფესტივალის გამარჯვებულები 12 მაისს დასახელდებიან. საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს, „ოქროს დინოზავრს“, გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში – საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. 1-5 წუთიანი ფილმების კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი და მოყვარული ავტორები, საუკეთესო ფილმისთვის გაიცემა 1 პრიზი სახელწოდებით „დინოზავრის ნაკვალევი“.

სეანსები „კინო საქართველოს“ კინოდარბაზებში გაიმართება.კინოჩვენებებთან ერთად ფესტივალის პროგრამა მოიცავს საგანამანათლებლო ღონისძიებებსაც. მასტერკლასებს ჩაატარებენ: კინორეჟისორი, პროდუსერი ლევან გაბრიაძე; ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი; კინოოპერატორი ალექს ბერკოვიჩი. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში დაგეგმილია „სცენარის განვითარების ვორქშოპი“, რომელიც დამწყებ სიანეასტებს დაეხმარება მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარზე მუშაობაში. ვორქშოპის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ კინოპროფესიონალები: კინოდრამატურგი გივი (ბესიკ) ოდიშარია, კინორეჟისორი ლევან კიტია, კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი გელა ბაბლუანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]