weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში სპექტაკლს ითამშებს

09:43 ორშაბათი, 21 ივნისი 2021
ფოტოზე - რობერტ სტურუა ფოტოზე - რობერტ სტურუა

რუსთაველის ეროვნული თეატრის დასი რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლით თამაშის დასასრული 30 ივნისს, 1-ელ და 2 ივლისს, მოსკოვში მიმდინარე ჩეხოვის სახელობის საერთშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლში მთავარ როლებს დავით უფლისაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ლევან ბერიკაშვილი და ნანა ფაჩუაშვილი ასრულებენ.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შეგვიძლია მოსკოველ მაყურებელს ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი ავტორის არაჩვეულებრივი პიესაა და მგონია, რომ არც მსახიობები თამაშობენ ცუდად“, – განაცხადა რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში.

ტელეკომპანიის ცნობით, რობერტ სტურუას და საქართველოს ეროვნულ თეატრს მოსკოვში საპრემიერო სპექტაკლი ჩააქვთ. „თამაშის დასასრული“ ირლანდიელი დრამატურგის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სემუელ ბეკეტის პიესის მიხედვით არის დადგმული.

„ახლა, როდესაც ასეთ რთულ სპექტაკლს ვთამაშობთ, რუსი მაყურებლის იმედი გვაქვს, რადგან რუს აუდიტორიას უყვარს მოსმენა, უყვარს ფიქრი“, – ამბობს მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი.

სპექტაკლი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება. აფიშის მიხედვით, მსახიობები მას ქართულ ენაზე ითამაშებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]