weather cur horoscope tv
სექტემბერი 18, 2021

„წულუკიანს არ ვიკადრებ“ – მწერალმა ლიტერატურული პრემიის სიიდან წიგნი მოხსნა

11:06 სამშაბათი, 27 ივლისი 2021 hits 279

მწერალმა ტორესა მოსიმ, რომლის რომანი ორდროშობანა ლიტერატურულ პრემია ლიტერას გრძელ სიაში, წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში მოხვდა, კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე პროტესტის ნიშნად თქვა უარი. როგორც ავტორი ამბობს, კულტურის სამინისტროს და მის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ბოიკოტს უცხადებს მანამ, ვიდრე მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანია.

„უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, „ორდროშობანა“ მოიხსნება „ლიტერადან“. წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან“, – ამბობს მწერალი.

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მონაწილეთა სია გუშინ გახდა ცნობილი. 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნი იყო წარდგენილი, მათ შორის, „ორდროშობანაც“. კონკურსანტების მოკლე სიას ჟიური ნოემბრის დასაწყისში წარადგენს, გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია კი 2021 წლის დეკემბერში გაიმართება.

პრემია „ლიტერა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]