weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თელავის თეატრში კოვიდ 19-ით გარდაცვლილი თემურ წიკლაურის ხსოვნის საღამო გაიმართება

15:53 სამშაბათი, 10 აგვისტო 2021

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, დღეს, თელავის თეატრში თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რომელსაც 350-მდე მიწვეული სტუმარი დაესწრება. მომღერალი კორონავირუსით პირველ თებერვალს გარდაიცვალა.

ხსოვნის საღამო კულტურის სამინისტროს დაფინანსებით იმართება. როგორც „რეგინფოს“ თელავის თეატრის ადმინისტრატორმა, ლია გიგოშვილმა განუცხადა, ღონისძიებაზე კოვიდ უსაფრთხოების წესები დაცული იქნება.

„თეატრში 705 ადგილი ეტევა და 350 ადამიანზეა მოსაწვევები გათვლილი. მაყურებლები ადგილის გამოტოვებით, პირბადეებით დასხდებიან, დაცვის ბიჭი ყველას შეუმოწმებს ტემპერატურასაც. არავის დავუშვებთ პირბადის გარეშე“, – ამბობს ლია გიგოშვილი.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პაატა გულიაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თქვა, რომ კულტურული ღონისძიებების გადადება ჯერჯერობით არავის გამოუცხადებია.

„ახლა რთულია, ბატონი ნუგზარ კვაშალი ჩამოდის ჩვენთვის საპატივსაცემო ადამიანებთან ერთად, ბატონი თემურის საღამოა და ახლა ვუთხრათ, არ ჩამოხვიდეთ... კონკურსია და ხელოვანები ორ კაპიკს შოულობენ ამით. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ“, – თქვა პაატა გულიაშვილმა.

კულტურის სამინისტრომ ორი თვის წინ ჩაატარა კონკურსი სახელმწიდებით „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“. კონკურსის 18 გამარჯვებული პროექტიდან ერთ-ერთი სწორედ თემურ წიკლაურის ხსოვნის საღამოს ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორი და განმახორციელებელია ა(ა)იპ „ორი ჯუჯა და მეგობრები“.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 54 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 43 163 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6552 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო შვიდ დღეში 100 ათას სულ მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა: ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში დღეში საშუალოდ ინფიცირების 3758 ახალი შემთხვევა ვლინდება, რაც 100 ათას მოსახლეზე 101 ახალ შემთხვევას უდრის. ბოლო 14 დღეში, ახალი შემთხვევების რაოდენობა 68%-ით არის გაზრდილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]