weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა

11:18 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

ქართველი დიპლომატი, პედაგოგი და მწერალი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი ავრცელებს.

„გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი - გელა ჩარკვიანი. პანაშვიდები დღეს და ხვალ. პეკინის 14. გასვენება ხუთშაბათს, 2 საათზე სახლიდან“, – წერს თეონა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

გელა ჩარკვიანი 1992-2003 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში. 2005-2006 წლებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი. 2006-2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

გამოცემული აქვს წიგნები „ინტერვიუ მამასთან“, „ნაგერალა“ და ავტობიოგრაფიული რომანი „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]