weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ 

10:34 პარასკევი, 24 დეკემბერი 2021

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. გამარჯვებულები გახდნენ:

  • საუკეთესო რომანი: თამთა მელაშვილი - „შაშვი შაშვი მაყვალი“;
  • საუკეთესო პოეტური კრებული: ნუგზარ ზაზანაშვილი - „წავა წავა წავა წავა“;
  • საუკეთესო პროზაული კრებული: გიორგი სოსიაშვილი - „ოთხი მოთხრობა“;
  • საუკეთესო პიესა: პაატა ციკოლია - „მედეა s01e06“;
  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: ნანა აბულაძის რომანი - „აკუმი“; ირინა ტაბაღუას პოეტური კრებული - „ტელეფას ცხვარი“;
  • საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა: ნანა ტრაპაიძე - „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“; ნინო დიანოსაშვილი - „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?!;
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: მარიამ ხუცურაული - „მარილი გემოვნებით“;
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი: ანი კოპალიანი - ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ“; გიორგი ლობჟანიძე - ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი“;
  • პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიიღო პოეტმა და მთარგმნელმა გივი შახნაზარმა.

წელს ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა. ჯილდო ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ მიიღეს ბიძინა მაყაშვილმა რომანისთვის „ბლუზი მტკვრის პირას“ და ივა ფეზუაშვილმა რომანისთვის „ბუნკერი“.

„საბას“ ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: პროზაიკოსი ბესო სოლომონაშვილი, პოეტი და პროზაიკოსი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დრამატურგი დავით გაბუნია, მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე და პროზაიკოსი ნესტან ნენე კვინიკაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]