weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თეა წულუკიანმა სვანეთის მუზეუმის დირექტორად ზვიად კვიციანი დანიშნა

10:55 პარასკევი, 31 დეკემბერი 2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა და მის დირექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად კვიციანი დაინიშნა.

როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ზვიად კვიციანის სახით ახალი, მეხუთე წევრი შეემატება და ეროვნული მუზეუმის მართვაში სვანეთის მუზეუმიც მიიღებს მონაწილეობას.

„მოცემული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში და რომლის ფარგლებშიც, 2021 წლის გაზაფხულზე, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ მუზეუმს უკვე გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და ჩამოყალიბდა 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი: 1. შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; 2. სპორტის მუზეუმი; 3. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი; 4. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს დანარჩენ, 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს და დღემდე მოიცავდა სვანეთის მუზეუმსაც“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

ზვიად კვიციანს კულტურის მინისტრი სვანეთის მუზეუმში 25 იანვარს წარადგენს.

თეა წულუკიანის 30 დეკემბრის ბრძანების თანახმად, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ახლადდანიშნულ დირექტორს დაევალა მოცემულ პოზიციაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ინვენტარიზაცია და მათი წესრიგში მოყვანისათვის აუცილებელი ღონისძიებების ნუსხის მინისტრისათვის წარდგენა. გარდა ამისა, მუზეუმის დირექტორს დაევალა, დანიშვნიდან 4 თვის ვადაში სამინისტროს წარმომადგენლის ჩართულობით, სამუზეუმო ექსპონატების აღწერა/დადარების პროცესის წარმართვა, დასრულება და მინისტრისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რათა ნათელი იყოს, როგორი ინფრასტრუქტურა და რა ქონება გადაიბარა მუზეუმის ახალმა დირექტორმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]