weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კულტურის სამინისტრომ კომპიუტერული თამაშის „დიდგორი“ შექმნა დააფინანსა 

12:09 სამშაბათი, 08 თებერვალი 2022

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში დიდგორი იქმნება. დღეს, 8 თებერვალს, მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით თამაშის თრეილერის პრეზენტაცია შედგა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერული თამაშის თრეილერი კონკურსში „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული პროექტის „ძლევაი საკვირველი“ ფარგლებში შეიქმნა. კონკურსში გამარჯვებული კომპანია „სილესტიალ დიმენშენია“.

კულტურის სამინისტრომ კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის თავთან დაკავშირებით გამოაცხადა. 

„საქართველოში პირველად სახელმწიფო აფინანსებს კომპიუტერული თამაშის შექმნას. სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა. 

„თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს. კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესში პროექტის გუნდს კონსულტაციას უწევდა ისტორიკოსი, დავითის პერიოდის მკვლევარი მიხეილ ბახტაძე“, – აცხადებს კულტურის სამინისტრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]