weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ქართველი მომღერლები კრემლში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ

16:45 შაბათი, 05 მარტი 2022

6 მარტს, მოსკოვში, კრემლის სასახლის დიდ დარბაზში, 8 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელშიც რუსული ესტრადის ქართველი წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„მიმოზები, ტიტები, გაზაფხულის მზე და ასევე, რუსული ესტრადის საყვარელი და პოპულარული ვარსკვლავების მიერ შესრულებული საყვარელი და ცნობილი სიმღერები 8 მარტის წინ სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნის. ამ კონცერტის ბილეთი საუკეთესო საჩუქარი იქნება თქვენი შეყვარებულისთვის, მეუღლისთვის, დედისთვის, დისთვის და თუნდაც უფროსისთვის!“, – ნათქვამია კრემლის სახელმწიფო სასახლის მიერ გავრცელებულ ანონსში.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი და ჯგუფი A’Studio, რომლის სოლისტიც ქეთა თოფურიაა, ხოლო რუს მომღერლებს შორის არიან ნიკოლაი ბასკოვი, ვალერი ლეონტიევი, ლარისა დოლინა, იგორ ნიკოლაევი და სხვები. 

ბილეთების უდიდესი ნაწილი უკვე გაყიდულია.

24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. ბომბებით განადგურებულია ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ომს უკვე ემსხვერპლა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვებიც. ომის გამო, 1 200 0000 უკრაინელმა ქვეყანა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 9 დღის განმავლობაში რუსთის არმიამ 10 000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, დაღუპულები არიან 18-20 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც არ იცოდნენ, რატომ გაგზავნეს უცხო ქვეყანაში საომრად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ აწარმოებს და ყველაფერი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიდის. ამასთან, აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ – 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ. მათი მონაცემებით, 2 მარტისთვის დაღუპული იყო 498 რუსი ჯარისკაცი.

 

ამ თემაზე:

რუსი სენატორი ჯარის დანაკარგებზე: „100-კაციანი ქვედანაყოფიდან მხოლოდ 4 გადარჩა“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]