weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„თქვენ ხართ უღირსი“ – წულუკიანი კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტს აგრძელებს

23:28 სამშაბათი, 22 მარტი 2022

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანიების – „პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარის“ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „უღირსები“ არიან და ამიტომ არ მიიწვია ღონისძიებაზე.

დღეს, 22 მარტს, კულტურის მინისტრი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც კომენტარი მხოლოდ „რუსთავი 2-ს“, საზოგადოებრივ მაუწყებელს, „იმედს“, „პოს ტვ-სა“ და „ობიექტივს“ მისცა.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. „ტვ პირველის“ კორესპონდენტი გალერეაში შევიდა, თუმცა, როგორც მან თქვა, ოპერატორს გადაღების საშუალება არ მიეცა. ჟურნალისტმა კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, რუსუდან უშიკიშვილს ჰკითხა, შეუშვებდა თუ არა ოპერატორს ღონისძიების გასაშუქებლად, რაზეც უშიკიშვილმა უპასუხა: „ღონისძიებას თქვენ არ აშუქებთ“.

მოგვიანებით ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა თეა წულუკიანს მიმართა შეკითხვით, რატომ არ მიეცა გაშუქების საშუალება.

„იმიტომ, რომ თქვენ ხართ უღირსი მედიასაშუალება“, – უპასუხა წულუკიანმა.

„თქვენ არ ხართ კრიტიკული. თქვენ ხართ უღირსი“, – უთხრა მინისტრმა გალერეის გარეთ მყოფ „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსაც.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კულტურის სამინისტრო აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში უშლის ხელს. ამგვარი მიდგომა კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ დისკრიმინაციად შეაფასა. კოალიციის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კულტურის სამინისტროს უკვე მოუწოდეს, ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]