weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ენათმეცნიერ აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

12:32 შაბათი, 16 აპრილი 2022
ფოტო: მამუკა ხაზარაძე / Facebook ფოტო: მამუკა ხაზარაძე / Facebook

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში მდებარე აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი გამოაცხადა და 29 661 ლარია გამოყო.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოწესრიგდება ეზო. 

„ძეგლის რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდება და აღდგება მისი იერსახე. დეტალურად დაფიქსირდება, აიზომება და ფოტო-მასალაზე აისახება ყველა არქიტექტურული ელემენტი შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში. გატარდება ძეგლის და მისი გარემოს არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. 

უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, შენობის როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში ამორტიზებულია ხის ელემენტები, დაზიანებულია აივნის ბაქანი, რიკულები და შესასვლელი კიბე, კოროზიულია კედლები, იატაკი, ასევე დაზიანებულია მონოლითური სვეტები. 

ქართველი ფილოლოგისა და ენათმეცნიერის, აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1987 წელს გაიხსნა და სავარაუდოდ, ამავე პერიოდში უნდა იყოს აშენებული.

შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. სამუზეუმო ნივთები დაზიანებული შენობიდან გატანილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]