weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პაატა გულიაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვა

21:11 შაბათი, 28 მაისი 2022
ფოტოკადრი პაატა გუიაშვილის გადაცემა „ანეკდოტების შოუდან“ ფოტოკადრი პაატა გუიაშვილის გადაცემა „ანეკდოტების შოუდან“

თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მსახიობმა, პაატა გულიაშვილმა დატოვა ტელეკომპანია „ფორმულა“, სადაც „ანეკდოტების შოუს“ წამყვანი იყო. საკუთარი სურვილით ტელეკომპანიის დატოვების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა „კომედი ჯგუფის“ ბიჭებს, საქმის გამკეთებლებს და ნიჭიერ ხალხს... არ ღირს, ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი... მე წავედი. P.S. რაც შეეხება ერეკლე მეფეს, მასზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები!“, – წერს პაატა გულიაშვილი.

გულიაშვილი დღეს, თელავში, ლევან ბერძენიშვილის განცხადების გასაპროტესტებლად და მეფე ერეკლე მეორის „დასაცავად“ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ლევან ბერძენიშვილს მიმართა და მოუწოდა, „ენა დაიმოკლოს“.

„გაუჭირდება, მაგრამ უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები და განსაკუთრებით თელაველები. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის! ყოველთვის გვერდით დავდგეთ, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან. დიდება მეფეს!“, – თქვა პაატა გულიაშვილმა.

თელავში გამართული აქციის მონაწილეთა უმრავლესობა თელავის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები, პარტია „ალტ ინფოს“ აქტივისტები და საჯარო მოსამსახურეები იყვნენ. ისინი „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლისა და ფილოლოგის, ლევან ბერძენიშვილის იმ განცხადებას აპროტესტებენ, რომელიც ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადებას ეხებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]