weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კრიტიკის შემდეგ კულტურის სამინისტრო იძულებული გახდა ევგენი მიქელაძეზე პოსტი ჩაესწორებინა

15:19 სამშაბათი, 28 ივნისი 2022
ფოტოზე - ევგენი მიქელაძე და ქეთევან ორახელაშვილი ფოტოზე - ევგენი მიქელაძე და ქეთევან ორახელაშვილი

საქართველოს კულტურის სამინისტრომ, გუშინ, 27 ივნისს, დირიჟორ ევგენი მიქელაძის დაბადების 119-ე წლისთავთან დაკავშირებით Facebook-ზე მისი ბიოგრაფია გამოაქვეყნა. სამინისტრომ არ ახსენა ის ფაქტი, რომ მიქელაძე 1937 წელს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

დღეს, მოქალაქეების კრიტიკის შემდეგ, სამინისტრომ პოსტი ჩაასწორა, მანამდე კი კრიტიკული კომენტარები წაშალა და კომენტარის დატოვების უფლება დროებით შეზღუდა.

ევგენი მიქელაძე 1931 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დირიჟორი იყო, 1934 წელს, ივანე ფალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ, კი მთავარი დირიჟორი გახდა. 1936-37 წლებში ის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ამ მოკლე დროში, მისი წყალობით დაიდგა და აღდგა 20-მდე სპექტაკლი. 1937 წელს, 34 წლის ევგენი მიქელაძე, ისევე როგორც ქართული ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები, საბჭოთა კავშირში განხორციელებული სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წლის ნოემბერში ის მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს. მისი მეუღლე, ქეთევან ორახელაშვილი ხუთი წლით გადაასახლეს, დირიჟორი კი ბერიას ბრძანებით მოკლეს.

გერონტი ქიქოძე „თანამედროვის ჩანაწერებში“ ევგენი მიქელაძის წამების შესახებ წერს:

„ევგენი მიქელაძისთვის თავში ეცემათ და მას მხედველობა დაჰკლებოდა. ამის შემდეგ ნიღაბაფარებულ ბერიას პირადად დაეკითხა ევგენი მიქელაძისთვის. ამ უკანასკნელს ის ეცნო. - როგორ მიცანი, თუ დაბრმავებული ხართო, - ეკითხა ბერიას, - თვალს დამაკლდა, მაგრამ სმენა წინანდებურად მახვილი მაქვსო - უპასუხია ევგენი მიქელაძეს. ამის შემდეგ ის თავში ცემით დააყრუეს“.

საბოლოოდ, ევგენი მიქელაძეს „ტროიკამ“ დახვრეტა მიუსაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]