weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია კაზუო იშიგუროს მიენიჭა

11:11 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017

ლიტერატურის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია იაპონიაში დაბადებულ ბრიტანელ მწერალ კაზუო იშიგუროს მიენიჭა. შვედეთის სამეფო აკადემიის განცხადებით, 62 წლის მწერალმა „თავის უდიდესი ემოციური ძალის მქონე რომანებში გამოაშკარავა უსასრულობა ჩვენ ილუზორულ გრძნობასა და სამყაროსთან კონტაქტს შორის“.

კაზუო იშიგურო 1954 წელს იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში დაიბადა და 5 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ბრიტანეთში გადასახლდა. 2008 წელს გამოცემამ The Times იშიგურო ომის შემდგომი პერიოდის 50 საუკეთესო ბრიტანელ მწერალთა სიაში შეიყვანა.

იშიგურო ცნობილია რომანებით: „მთების მკრთალი ხედი“ A Pale View of Hills (1982), „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“ An Artist of the Floating World (1986), რისთვისაც უიტბრედის პრიზი ერგო და „დღის ნარჩენები“ The Remains of the Day (1989), რისთვისაც მას ბუკერის პრემია მიენიჭა, რომანის მიხედვით კი გადაღებულია იგივე სათაურის მქონე 1993 წლის ფილმი, რომელიც ოსკარის დაჯილდოებაზე 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი. იშიგურო ასევეა ავტორი რომანებისა: „დაუშოშმინებელი“ The Unconsoled (1995), „როდესაც ობლები ვიყავით“ When We Were Orphans (2000) და „ნურასდროს გამიშვებ“ Never Let Me Go (2005), ამ უკანასკნელზე ასევე არსებობს იგივე სახელწოდების მქონე 2010 წლის ფილმი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]