weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

უკრაინა ევროვიზიის რუს მონაწილეს კიევში ჩასვლის ნებართვას არ აძლევს

10:10 ოთხშაბათი, 15 მარტი 2017

უკრაინა, რომელიც წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს, რუსეთის წარმომადგენლისთვის უკრაინაში ჩასვლის აკრძალვის საკითხს განიხილავს, რადგან რუსმა კონკურსანტმა იულია სამოილოვამ 2015 წელს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოაწყო გამოსვლა.

27 წლის მომღერალ იულია სამოილოვას კუნთების იშვიათი დაავადება სჭირს და ეტლზეა მიჯაჭვული. ევროვიზიაზე ის სიმღერით “Flame Is Burning” უნდა გამოსულიყო.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება გადაწყვეტილებას უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს და რუს კონკურსანტს ევროვიზიაზე გამოსვლის უფლებას არ მისცემს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელ უკრაინელმა კონკურსანტმა ჯამალამ სტოკჰოლმში გამართულ ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით “1944” გაიმარჯვა და წლევანდელი ევროვიზიის მასპინძლობის უფლება უკრაინას მოუპოვა. 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]