weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდებში მოხვდა

11:45 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდებში შევიდა, როგორც პლანეტის უძველესი ღვინის ნიმუში. რეკორდი უძველესი ღვინის აღმოჩენის მიხედვით დაფიქსირდა, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორ პატრიკ მაკგოვერნს ეკუთვნის.

„საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრით სამხრეთით, არქეოლოგიურ ძეგლ შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი უძველესი კერამიკის ნაშთები შეიცავს ძვ. წ. 6000-5800 წლებით დათარიღებული ღვინის ქიმიურ მტკიცებულებას. კერამიკა გაჟღენთილია ღვინის მჟავით, რომელიც დიდი რაოდენობით შედის ახლო აღმოსავლეთში მოწეულ ევროპულ ყურძენში (Vitis vinifera), რომლისგანაც ეს ღვინო იყო დამზადებული. გარდა ამისა, ღვინის მტკიცებულებებს ადასტურებს აღმოჩენილი სხვა ორგანული მჟავებიც (ვაშლის, ლიმნისა და ქარვის), რომლებიც ასევე შედის ევროპული ყურძნის შემცველობაში“, - წერია გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორც ცნობილია, აღმოჩენა პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის მოლეკულურ არქეოლოგს, პროფესორ პატრიკ მაკგოვერნს ეკუთვნის, რომელიც ავტორია კვლევისა სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითის ღვინო“. აღნიშნული კვლევა 2017 წლის 13 ნოემბერს, გავლენიან სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS) გამოქვეყნდა. მკვლევართა ჯგუფში ასევე შედიოდნენ მეცნიერები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, კანადიდან, აშშ-დან და დანიიდან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]