weather cur horoscope tv
მაისი 26, 2020

ლია ლიქოკელი „წეროს“ გამარჯვებული მესამედ გახდა

11:12 შაბათი, 16 დეკემბერი 2017 hits 2733

15 დეკემბერს ქართული ლიტერატურული კონკურსის, „წერო 2017”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სამი გამარჯვებული მკითხველთა შეფასებების მიხედვით დასახელდა.

პირველი პრემია: ვერცხლის წერო და 4000 ლარი ლია ლიქოკელს ერგო მოთხრობისთვის „თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი“, მეორე პრემია: 2000 ლარი – ნათია როსტიაშვილს, მესამე პრემია: 1000 ლარი კი – დავით გორგილაძეს. ჟიურის რჩეული ასევე დავით გორგილაძე გახდა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რჩეულები კი – თეა თოფურია, დავით ზურაბიშვილი და ნათია როსტიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ლია ლიქოკელმა 2014 და 2015 წლებშიც შეძლო „წეროს“ კონკურსში გამარჯვება, შესაბამისად მოთხრობებისთვის - „წყლის პირას, მურყნის ჭალაში“ და „ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის“.

კონკურსი ელექტრონული წიგნების ვებ-გვერდზე (www.lit.ge) ჩატარდა. იგი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 300-მდე საკონკურსო ნაწარმოებიდან ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ლევან ბერძენიშვილი, სალომე ბენიძე, შოთა იათაშვილი, მარი ბექაური, გაგა ლომიძე,) 18 საუკეთესო დაასახელა, მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებები კი ტრადიციულად მკითხველმა გამოავლინა.

ლიტერატურული კონკურსი „წერო“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]