weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნანა ჯორჯაძის ფილმმა ლოს ანჯელესის კინოფესტივალზე ხუთი ჯილდო მოიპოვა

10:25 ოთხშაბათი, 01 მარტი 2017

აღიარებული ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა.

უნიკალური ქართული დოკუმენტური ფილმისთვის საუკეთესო პროდიუსერის წოდება შალვა ხეცურიანს ერგო, საუკეთესო სცენარის ავტორის ჯილდო თამარ ბართაიას გადაეცა.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ნანა ჯორჯაძემ გაიმარჯვა.

ფესტივალზე ასევე დაჯილდოვდნენ მთავარი ოპერატორი მიხეილ კვირიკაძე და მსახიობი რევაზ ხეცურიანი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე „ღვინის ნულოვან მერიდიანს“ ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმის ტიტული ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]