weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლევან ვასაძის ლექსების კრებული კონკურსში „საბა“ მონაწილეობს

13:33 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

ბიზნესმენ ლევან ვასაძის ლექსების კრებული ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ მონაწილეობს. ვასაძის ლექსები 2018 წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაშია წარდგენილი.

კონკურის მონაწილეთა სია 14 მარტს გამოქვეყნდა. საუკეთესო პოეტიური კრებულის ნომინაციაში 42 პოეტის კრებულია წარდგენილი, მათ შორის პაატა შამუგიას „დედა ენა“, გიორგი კეკელიძის „წერილები ღმერთს და მამაჩემს“, ეკა კაპანაძის „ფიროსმანი“ და სხვა.

ლევან ვასაძის კრებული „ლექსები“ 2017 წლის ბოლოს გამოვიდა. კრებული გამომცემლობა „ექსპრესს ბუქსმა“ დაბეჭდა.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

პრემია გაიცემა ნომინაციებში: წლის საუკეთესო რომანი; წლის საუკეთესო პოეტური კრებული; წლის საუკეთესო პროზაული კრებული; წლის საუკეთესო პიესა; წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი; წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა; წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა; უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი; ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი; საუკეთესო ელექტრონული წიგნი.

გამარჯვებულ ავტორებს სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი პრემიები გადაეცემათ. საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარია, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]