weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

12:10 კვირა, 18 მარტი 2018
ფოტოზე ძველი შუამთა ფოტოზე ძველი შუამთა

თელავის მუნიციპალიტეტში, შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო. კვლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ხორციელდება და მას ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG აფინანსებს. სამეცნიერო მისიას არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ხელმძღვანელობით „ფონდი ძველი შუამთა“ ახორციელებს.

არქეოლოგიური კვლევის პროცესი 2018 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. სამუშაოებისთვის კომპანია RMG-მ 25 000 ლარი გამოყო.

„15 დღეა სამუშაოები მიმდინარეობს და უკვე გვაქვს გარკვეული შედეგი. ძველ შუამთაში მე-11 საუკუნიდან დაწყებული გალავნის ფრაგმენტები გამოჩნდა. არის მე-16 საუკუნის სამშენებლო ფენებიც, რაც ბევრ ახალს იტყვის შუამთის განვითარებაში“, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ ანთიძემ.

არქეოლოგიური სამუშაოების ფარგლებში, ექსპედიციის წევრები მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების განლაგების სქემას და ცალკეული ობიექტების ანაზომებს, ასევე გამოვლენილი ნაგებობებისა და კულტურული ფენების სტრატიგრაფიულ ჭრილებს მოამზადებენ. უზრუნველყოფენ არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 10 დეკემბერს სააგენტოს, კომპანია RMG-სა და საქართველოს საპატრიარქოს ოთხ ეპარქიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია RMG 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით შვიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ფიტარეთის ეკლესიის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს, ნიკორწმინდის, შუამთისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსების რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვება. 4-წლიანი პროექტი კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების 1 700 000 ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]