weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

13:00 სამშაბათი, 10 აპრილი 2018

ცნობილ ქართველ მსახიობს, ლეილა აბაშიძეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 12 აპრილს დაკრძალავენ. ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ლეილა აბაშიძე მისი მეუღლის მამის, სერგი დანელიას გვერდით დაიკრძალება.

ლეილა აბაშიძე 8 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პანაშვიდები მის საცხოვრებელ სახლში, ფალიაშვილის ქუჩის 33 ნომერში, 10 და 11 აპრილს გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი კი 12 აპრილს ქაშვეთის ეკლესიაში იქნება.

ლეილა აბაშიძე კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ 1940 წლიდან მუშაობდა. მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებით: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „მაია წყნეთელი“, „შეხვედრა მთაში“. 1966 წელს სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.

2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. „მე დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს“, - განაცხადა მაშინ მსახიობმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]