weather cur horoscope tv
სექტემბერი 26, 2021

შვედი დი-ჯეი Avicii 28 წლის ასაკში გარდაიცვალა

23:29 პარასკევი, 20 აპრილი 2018 hits 1896

შვედი დი-ჯეი და პროდიუსერი ტიმ ბერგლინგი, იგივი Avicii 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, Avicii ომანის დედაქალაქ მასკატში დღეს ნახეს გარდაცვლილი.

დი-ჯეის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მუსიკოსმა 2016 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კონცერტებზე გამოსვლა შეწყვიტა.

მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას Avicii-ს კოლეგები გამოთქვამენ. პოპულარული დი-ჯეი კელვინ ჰარისი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და „ტვიტერზე“ წერს, რომ Avicii ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, რომელსაც კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო.

გრემის ორგზის ნომინანტ შვედ დი-ჯეის ორი სტუდიური ალბომი ჰქონდა გამოცემული: True (2013) და Stories (2015), სახელი კი გაითქვა ჰიტებით: "Levels" და "Wake Me Up".

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]